ჯვარზე მიშარდვის გამო ზესტაფონში ირანის მოქალაქე სცემეს ჯვარზე მიშარდვის გამო ზესტაფონში ირანის მოქალაქე სცემეს />


  23:54:53     10-07-2017

ჯვარზე მიშარდვის გამო ზესტაფონში ირანის მოქალაქე სცემეს

a68712.jpg

ჯვარზე მიშარდვის გამო ზესტაფონში ირანის მოქალაქეს სცემეს. ცემის ფაქტზე სამართალდამცველებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათგან 3 უკვე თავისუფალია. ზესტაფონელი ბესო გელაშვილი კი ამ დრომდე დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის კვიდრი რატი შავგულიძე ფეისბუკზე ავრცელებს.

„უდანაშაულო ბიჭი, რომელმაც ჩვენი სიწმინდის წაბილწვისთვის პასუხი მოთხოვა ირანელს, ეხლა ციხეში ზის. ეს ოთხი დღის წინ მოხდა. სწრაფი კვების ობიექტთან გააჩერეს ავტობუსი, ირანელებია ჩვენ როგორც ვიცით, ერთმა მივიდა და ჯვარი წაბილწა (მიაშარდა), ამას გამოეხმაურენ ახალგაზრდები. სამი არასრულწლოვნები იყვნენ გამოუშვეს. ერთი ბესო გელაშვილი დაიჭირეს. უსინდისოდ 5 ლარის გამოძალვა წაუყენეს ბრალად“, - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი თვითმხილველი.

0

ავტორი: