18:19:06     10-07-2017
"ისლამური სახელმწიფო" ჯერ კიდევ არ არის მკვდარი"
![a68708.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68708.jpg)
მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ტერორისტულ დაჯგუფებასთან ომი გადამწყვეტ მომენტშია. ისლამური სახელმწიფო ცნობილია მთელს ახლო აღმოსავლეთში, ისინი აღარ აკონტროლებენ მნიშვნელოვან ტერიტორიას ერაყში, მაგრამ ამით მათი აქტიურობა სავარაუდოდ არ დამთავრდება.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადმა ქალაქი მოსული ტერორისტებისაგან გათავისუფლებულად გამოაცხადა. ჰაიდერ ალ-აბადი დღეს მოსულში ჩავიდა და ჯარისკაცებს წარმატება პირადად მიულოცა. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის თავზე უკვე აღმართეს ერაყის ეროვნული დროშაც.
„ისლამური სახელმწიფოსაგან“ ქალაქ მოსულის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია შარშან 17 ოქტომბერს დაიწყო.„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი მოსული ჯერ კიდევ 2014 წელს დაიკავა. მაშინ ქალაქში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.ამის მიუხედავად, რთულია იმის თქმა, რომ ისლამური სახელმწიფო განადგურებულია და მისგან საფრთხეს აღარ უნდა ველოდოთ.
„ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მობილიზებული ერთეულები ვალდებულნი არიან სახელმწიფო საზღვარზე ყოფნა და თავიანთი ტერიტორიის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა აიღონ“-განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადმა .
0