10:39:11     04-05-2011
უალკოჰოლო პუნში
მასალა: 100 გრამი მოცვი, 100 გრამი მოცვის წვენი, 500 მლ. წითელი ფორთოხლის წვენი, 1 ცალი ლაიმას წვენი, ლაიმას და ფორთოხლის მსხვილი ნაჭრები, პიტნის ღეროები, 600 მლ. appletise (მსუბუქად გაზირებული ვაშლის წვენი).
მოცვი საყინულეში მოვათავსოთ არც ისე მაღალი კედლების მქონე ჭურჭლით, დავასხათ წყალი და გავყინოთ. ცალკე ავურიოთ მოცვის, ფორთოხლის და ლაიმას წვენი. მირთმევამდე, რვა ბოკალში გადავანაწილოთ გაყინული მოცვი, ყოველ ბოკალში ფორთოხლის და ლაიმას ნაჭრები და პიტნის ფოთლები განვათავსოთ. შემდეგ დავასხათ ხილის წვენი და appletise.
0