კაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებდნენ და სავარაუდოდ, ლინჩის წესით გაასამართლეს, გარდაიცვალა კაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებდნენ და სავარაუდოდ, ლინჩის წესით გაასამართლეს, გარდაიცვალა />


  17:07:19     10-07-2017

კაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებდნენ და სავარაუდოდ, ლინჩის წესით გაასამართლეს, გარდაიცვალა

a68703.jpg

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებდნენ და სავარაუდოდ, ლინჩის წესით გაასამართლეს და სცემეს, გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტოში ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

შსს-ს განცხადებით, მათვის პედოფილიის სავარაუდო დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პირი გარდაიცვალა და რამდენიმე პირი გამოჰკითხეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მოხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც პირის მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა საქმე გადაკვალიფიცირდა და ახლა გამოძიება ამავე კოდექსის 117-ე მუხლით გრძელდება. ამ მუხლით, გათვალისწინებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

მამაკაცი, 18 ივნისს გარდაიცვალა, თუმცა, ინფორმაცია პირველად PrimeTime-მა დღეს, 10 ივლისს გაავრცელა.

0

ავტორი: