16:44:10     10-07-2017
კიევში უკრაინა-ნატო-ს კომისიის საზეიმო სხდომა იმართება
![a68699.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68699.jpg)
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის გახსნაზე განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკრიანის გვერდით დგას და არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.
სხდომა კიევში გაიმართა, სტოლტენბერგმა ამ საკითხსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სხდომის კიევში ჩატარება ცხადყოფს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს, მან ქვეყნის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები უკრაინის გვერდით დგანან. კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია“-განცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
დღეს, კიევში უკრაინა-ნატო-ს კომისიის საზეიმო სხდომა იმართება, რომელიც კიევსა და ალიანსს შორის ოც წლისთავს ეძღვნება, სხდომას იენს სტოტლენბერგი უძღვება.
0