11:46:45     10-07-2017
„რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩაერია, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებს“
![a68670.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68670.jpg)
გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილის განცხადებით, პუტინი აშშ-ს არჩევნებში ჩაერია, თუმცა ამ ფაქტს ის არასოდეს აღიარებს.
აპირებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში მტკიცე ზომების მიღებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო მან განაცხადა, „ადმინისტრაცია დაელოდება გამოძიების შედეგებს, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ მუელერი ატარებს“.
რუსეთთან მიმართებაში აშშ-ის ადმინისტრაციის შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეზე გამოძიების შედეგებზე.
აშშ-ის ელჩი გაეროში, ასევე „დიდი ოცეულის“ სამიტზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თემას შეეხო, მისი თქმით, „პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა ის, რასაც მისგან ყველანი ველოდით, მან უარყო ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. პრეზიდენტმა პუტინმა კარგად იცის, რომ რუსეთი ჩაერია საარჩევნო პროცესში, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებს“.
0