11:07:39     10-07-2017
ფოთში ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა
ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა.
40 წლამდე ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველების თქმით, მოვაჭრეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაეწვა.
0