სტიქია ხევსურეთში - საფრთხის წინაშე მყოფი კულტურული ძეგლები (ფოტოები) სტიქია ხევსურეთში - საფრთხის წინაშე მყოფი კულტურული ძეგლები (ფოტოები) />


  17:47:30     07-07-2017

სტიქია ხევსურეთში - საფრთხის წინაშე მყოფი კულტურული ძეგლები (ფოტოები)

a68642.jpg

ხევსურეთში გუშინ დილიდან გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე არღუნი და მისი შენაკადები ადიდებულია. სოფლებთან ბისოსთან და ხახმატთან მეწყერია ჩამოსული, გზა ჩაკეტილია, დაგლეჯილია ელექტროენერგიის საყრდენი ბოძები. ბისო-ხახმატის მონაკვეთზე ტრაქტორი გაფუჭდა და ტალახში ჩარჩა. 

[I=3]
ადგილობრივების ინფორმაციით, გვიან ღამით სოფელ ბისოდან ხალხი გამოიქცა, რათა მეწყერში არ მოყოლილიყვნენ და სხვა სოფლისთვის შეეფარებინათ თავი. 

გუროს ხევთან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები ამერიკელ ტურისტებს ამ დრომდე ეძებენ.  შეგახსენებთ, ტურისტები ე.წ. sos შეტყობინებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუშინ, 6 ივლისს, დაახლოებით 21:30 სააათზე დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულია 5 აშშ-ის მოქალაქე ტურისტი.
[I=1]

ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, თუ უამინდობა გაგრძელდა, საფრთხე შეექმნება კულტურულ ძეგლებსაც. 

„თანამედროვე ტექნიკის მობილიზებაა საჭირო ადგილზე, რადგან ძველი ტექნიკა ვერაფერს ხდება დანგრეული გზების წინააღმდეგ. ხევსურეთი მხოლოდ კარგი ჰაერი, საქეიფო და ტაშფანდურა ადგილი არ არის. ის საქართველოს უმნიშვნელოვანესი კუთხეა, რომელიც ჩრდილოეთ საზღვარს ამაგრებს და სახელმწიფო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს მის დასახმარებლად“, - აღნიშნავს ქეთევან გოგოჭური. 

ნახეთ ფოტოები, რომლებიც ბერდია ქეთელაურმა გადაიღო:

0

ავტორი: