16:39:35     07-07-2017
სასტუმროზე, სადაც „დიდი ოცეულის სამიტზე“ ჩამოსული მსოფლიო ლიდერები ცხოვრობდნენ, თავდასხმა მოხდა
![a68635.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68635.jpg)
ჰამბურგში, სასტუმრო Park Hyatt-ზე, სადაც „დიდი ოცეულის სამიტზე“ ჩამოსული მსოფლიო ლიდერები ცხოვრობდნენ თავდასხმა მოხდა. მათ შორისაა ვლადიმერ პუტინი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკომ ტერნბული.
რუსული მხარე ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
G20-ის ფორუმის ფარგლებში, ჰამბურგის მრავალი ქუჩა გადაკეტილია და მობილიზებულია პოლიცია. მიუხედავად ამისა, უკვე მეორე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები, სადაც დემონსტრანტები მოლოტოვის კოქტეილს იყენებენ. არეულობების შედეგად დაახლოებით 100 სამართალდამცველი დაშავდა.
0