"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს ოკუპანტების წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება" "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს ოკუპანტების წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება" /> "/> " />


  15:19:00     06-07-2017

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს ოკუპანტების წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება"

a68584.jpg

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. შედეგად,  რადმენიმე მაცხოვებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

როგორც სუს-ში აცხადებენ,  აღნიშნული საკითხი  11 ივლისს ჩანიშნულ იციდენტების პრევენციისა და რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში  განიხილება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“   საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელს თორნიკე შარაშენიძეს დაუკავშირდა.

-გორის რაიონის სოფელ ბერმუშეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს როგორ შეაფასებდით?

-ეს ფაქტი ყოველ  ჯერზე  უფრო დიდ მწუხარებას იწვევს, რა თქმა უნდა,   უარყოფითად ვაფასებ  სოფელ ბერმუშეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს, მითუმეტეს, რომ ეს  ტერიტორიული  მთლიანობის  ხელყოფას უწყობს ხელს.

-საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებმა გარდა გაფრთხილებისა რა უნდა მოიმოქმედონ, რომ მსგავსი ფაქტები საქართველომ რუსეთის მხრიდან თავიდან აიცილოს? 

-ეს უნდა მოაგვაროს საქართველოს მთავრობამ, ასევე მათ უნდა მოახერხონ, რომ  ამ პროცესში ჩარიონ, უცხოელი ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და დიპლომატები .  ასევე მნიშვნელოვანია  ეს ყველაფერი უცხოურმა მედია საშუალებებმა აქტიურად გააშუქონ, რომ ოკუპანტებმა ასე ვეღარ „ითავხედონ“, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ხდება. 

-იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში მოხვდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რა უნდა გააკეთონ  საერთაშორისო ორგანიზაციებმა?

-ვფიქრობ, რომ ჩვენის გამო რუსეთს სანქციებს არავინ არ დაუწესებს, ისედაც ბევრი სანქციები აქვთ მათ,  თუმცა არარეალურია ჩემი აზრით  იმის თქმა, რომ საქართველოს გამო რუსეთს  რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია  სანქციებს დააკისრებს.

-შეუძლია თუ არა, საქართველოს პარლამენტს  ამ მხრივ სიტუაციის კონტროლი?   პოლიტიკური კონსულტაციები და კომუნიკაციაზე რას გვეტყოდით?

-საქართველოს პარლამენტის წევრებს შუძლიათ  მოიზიდონ თავიანთი უცხოელი კოლეგები და ატარონ   ხშირად საოკუპაციო ხაზთან, რადგან სიტუაციის რეალური სურათი უფრო კარგად აღიქვან.  რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვანია ჯანსაღი კომუნიკაცია  უცხოელ კოლეგებთან,  ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და ტერიტორიების  დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. 

-ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწვანე ბანერების დამონტაჟებას არაკანონიერად მიიჩნევს, გარდა იმისა რომ  ისინი თეორიულად  არ ემხრობიან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს, რა უნდა მოიმოქმედონ,  რომ რეალურად სიტუაცია შეიცვალოს?

-პირველ რიგში საჭიროა  ჩვენი  ქვეყნის,  შემდეგ კი ჩვენი მეგობარი ქვეყნების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების აქტიურობა,  თუ კი ჩვენ არ გავჩუმდებით, აქტიურად ვისაუბრებთ სხვადასხვა ქვეყნებთან ამ პრობლემაზე, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო დაინეტერესდებიან ამ თემით. 0

ავტორი: