12:13:39     06-07-2017
პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 9 ქალია. შეწყალებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.
შეწყალებაზე სულ 1075 პირის საქმე განიხილებოდა, კომისიამ საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა პრეზიდენტს და საბოლოოდ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება.
ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალება შეეხო თითქმის ყველა ტიპის, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებსაც.
შეწყალებულთაგან 120 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენებს კი, ზოგს 1/3 ზოგს კი 2/3 შეუმცირდა სასჯელი.
0