აშშ-მა თურქული ავიაკომპონიის მგზავრებს ბორტებზე ლეპტოპების ატანის აკრძალვა გაუუქმა აშშ-მა თურქული ავიაკომპონიის მგზავრებს ბორტებზე ლეპტოპების ატანის აკრძალვა გაუუქმა />


  18:00:31     05-07-2017

აშშ-მა თურქული ავიაკომპონიის მგზავრებს ბორტებზე ლეპტოპების ატანის აკრძალვა გაუუქმა

a68547.jpg

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-მა თურქული ავიაკომპონიის მგზავრებს, Turkish Airlines და Emirates ბორტებზე ლეპტოპების ატანის აკრძალვა გაუუქმა. 

აღსანიშნავია, რომ მარტში, აშშ-მა  ლაპტოპები და სხვა მსხვილი ელექტრონული მოწყობილობების ბორტზე ატანა აკრძალა, მიზეზად კი მათში ბომბის არსებობის საშიშროება დაასახელეს. ეს აკრძალვა ძირითადად მუსლიმური ქვეყნების მგზავრებს ეხებოდათ.

ამჯერად კი Turkish Airlines-ის ცნობით, მგზავრები, რომლებიც ამ ავიაკომპანიის საშუალებით, კონკრეტულად კი ათა თურქის აეროპორტიდან აშშ-ში მიემგზავრებიან, უკვე შეუძლიათ ბორტზე ელექტრონული მოწყობილობები იქონიონ. 

Emirates-ის განცხადებით, კი აშშ-ს მიერ შემოღებული აკრძალვის შემდეგ, ავიაკომპანიის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად და ბორტზე უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. 

ახალი წესის გათვალისწინებით პირველი რეისი შტატებში უკვე განხორციელდა. 0

ავტორი: