შსს-მ ვარკეთილში, ინდოეთის 2 მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა შსს-მ ვარკეთილში, ინდოეთის 2 მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა />


  19:33:31     04-07-2017

შსს-მ ვარკეთილში, ინდოეთის 2 მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა

a68502.jpg

შსს-მ ინდოეთის ორი მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს“, - აცხადებენ შსს-ში.

მათი ინფორმაციით, გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით).

0

ავტორი: