„ახლიდან კონფლიქტს ვერ გავაღვივებთ“ - თენგიზ ხუბულური ბერშუეთში საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე „ახლიდან კონფლიქტს ვერ გავაღვივებთ“ - თენგიზ ხუბულური ბერშუეთში საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე />


  15:27:10     04-07-2017

„ახლიდან კონფლიქტს ვერ გავაღვივებთ“ - თენგიზ ხუბულური ბერშუეთში საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე

a68489.jpg

გორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატი ბერშუეთში საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტს გამოეხმაურა. თენგიზ ხუბულურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად უნდა აღდგეს. 

მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის შევიწროების საკითხი ძალიან მკაცრად დადგება 11 ივნისს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე. ხუბულური პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. 

„ერგნეთში შეხვედრები რომ გრძელდება, იქ დადგება ეს საკითხი ძალიან მკაცრად, ისე რომ არ ვიცი ეს დაუსრულებლად როდემდე უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, ჩვენი კურსი არის მშვიდობიანი, მოლაპარაკებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით. 
ახლიდან კონფლიქტს ვერ გავაღვივებთ. ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ხელისუფლების მიზანი და დღე და ღამე მიდის ამაზე შრომა“, - განაცხადა თენგიზ ხუბულურმა.

ხუბულური გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში იმყოფებოდა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი გადმოწიეს და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ადგილობრივების ყანებში ჩადგეს. 
0

ავტორი: