23:05:10     03-07-2017
ურეკში ზღვამ 57 წლის კაცის ცხედარი გამორიყა
ურეკში ზღვამ 57 წლის კაცის ცხედარი გამორიყა. კაცი ზღვაში სათევზაოდ იყო შესული, რა დროსაც მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა.
ზღვიდან გამორიყული ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნახეს და ოჯახს შეატყობინეს. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0