გორში 13 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა გორში 13 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა />


  14:05:17     03-07-2017

გორში 13 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

a68442.jpg

გორში, ჭალის დასახლებაში , 13 წლის მოზარდს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 

ბავშვს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, კლინიკა „გორმედიდან“ თბილისში გადაიყვანეს. 

შემთხვევა გუშინ მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

0

ავტორი: