გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინიდან და საბერძნეთიდან დეპორტირებული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ორივე სამართალდამცველებმა საზღვრის გადმოკვეთისთანავე, სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც კანონიერ ქურდობას გულისხმობს.
საბერძნეთიდან დეპორტირებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა.
0