14:52:04     30-06-2017
ელისო კილაძე: შემიძლია ისიც ვთქვა, რა განაჩენს გამოიტანენ

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის საქმეზე დღეს 5 მოწმე დაიკითხება. მოწმეებს შორის არიან პოლიციელები, რომლებიც დაცვის მხარემ წარმოადგინა. ელისო კილაძის მტკიცებით, ერთ-ერთი მოწმის, სამმართველოს უფროსის მანქანიდან გადმოიტანეს ნარკოტიკული ნივთიერება და ჩაუდეს მის შვილს.
„4 ივლისს მე გავასაჯაროებ დეტალებს. შემიძლია ისიც ვთქვა, რა განაჩენს გამოიტანენ“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
შეგახსენებთ, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე ნარკოდანაშაულისთვის მარტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
0