10:43:29     03-05-2011
ქათმის ჟულიენი სოკოთი
მასალა: 500 გრამი ქათმის ფილე, 500 გრამი სოკო, 2 საშუალო ზომის ხახვი, 200 გრამი მაგარი ყველი, 300-350 გრამი 15-25 %-იანი არაჟანი ან ნაღები, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
ქათმის ფილე მოვხარშოთ მზადყოფნამდე და შემდეგ დავჭრათ. სოკო გავწმინდოთ და წვრილად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვიც. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ხახვი მოვხრაკოთ ზეთში, დავამატოთ სოკო და ერთად ვხრაკოთ. შემდეგ ჩავუმატოთ ფილე, შევკმაზოთ მარილით, პილპილით, ავურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მშრალ ტაფაზე ფქვილი მოვშუშოთ. დავამატოთ არაჟანი, მარილი, პილპილი და ავურიოთ. შემდეგ ეს არაჟანი სოკოს და ქათმის ფილეს დავასხათ. გადმოვდგათ კერძი ცეცხლიდან და კერამიკულ ჭურჭელში მოვათავსოთ. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მოვათავსოთ ქურაში და 180 გრადუს ტემპერატურაზე მოვამზადოთ, ოქროსფერის მიღებამდე, 30 წუთის განმავლობაში.
0