10:42:08     03-05-2011
ბანანი რომში
მასალა: 40 გრამი კარაქი, 40 გრამი ყავისფერი შაქარი, 4 ცალი ბანანი, 1 ფორთოხალი, 2 სუფრის კოვზი მუქი რომი.
დიდ ტაფაში მოვათავსოთ 40 გრამი კარაქი, 40 გრამი შაქარი და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. სიგრძივ დავჭრათ 4 ბანანი, მოვუმატოთ ცეცხლს და ჩავალაგოთ ტაფაში. შევწვათ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩავუმატოთ ფორთოხლის ქერქი, 100 მლ. ფორთოხლის წვენი და 2 სუფრის კოვზი რომი. შევანჯღიოთ ტაფა. ბანანები ცალ მხარეს რომ შეიწვება, გადავაბრუნოთ და კიდევ 2 წუთი შევწვათ. შეგვიძლია მივირთვათ ვანილის ნაყინთან ერთად. 0