11:29:13     30-06-2017
ტრამპი და პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ
![a68340.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68340.jpg)
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
ამ დროისთვის შეხვედრის დეტალები უცნობია და დამუშავების ეტაპზეა.
„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში,რომელიც 7-8 ივლისს გაიმართება, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერთან, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრებთან, ჩინეთის ლიდერთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან.
ინფორმაციას ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის მრჩეველი თავდაცვის სფეროში, გერბერტ მაკმასტერი ადასტურებს.
0