ტრამპი და პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ ტრამპი და პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ />


  11:29:13     30-06-2017

ტრამპი და პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ

a68340.jpg

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“  სამიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ.  

ამ დროისთვის შეხვედრის  დეტალები უცნობია და დამუშავების ეტაპზეა. 

„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში,რომელიც 7-8 ივლისს გაიმართება, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერთან, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრებთან, ჩინეთის ლიდერთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან. 

ინფორმაციას ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის მრჩეველი თავდაცვის სფეროში, გერბერტ მაკმასტერი ადასტურებს. 0

ავტორი: