არგენტინაში პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა არგენტინაში პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა />


  16:30:59     29-06-2017

არგენტინაში პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

a68313.jpg

არგენტინაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს. ადგილობრივმა პოლიციამ,  ბუენოს-აირესში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მემარცხენე პარტიისა და დაჯგუფებების წევრები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და უმუშევრობასთან ბრძოლაში საჭირო ზომების მიღებას მოითხოვენ. ამასთან, ისინი პერეზიდენტ მაურისიო მაკრის „თავისუფალი ბაზრის“ პოლიტიკას აკრიტიკებენ და ეკონომიის მკაცრი ზომების წინააღმდეგ გამოდიან. აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, პოლიციამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, წინააღმრდეგობის შემდეგ კი  მათ დემონსტრანტებზე ძალისმიერი მეთოდები გამოიყენეს. 

სამართალდამცველებმა აქციის 7 მონაწილე, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დააკავეს.

0

ავტორი: