კიევში „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს კიევში „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს />


  16:07:15     29-06-2017

კიევში „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს

a68310.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრის ცნობით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს.

„სპეცსამსახურის ოპერმუშაკებმა კიევში „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს, რომელიც ადგილობრივ კრიმინალებთან გავლენათა სფეროების გადანაწილების განსახილველად ჩამოვიდა“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„მანჩო ზუგდიდსკი“ ოდესაში 2014 წლიდან ცხოვრობდა და ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას უწევდა კოორდინირებას. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კანონიერი ქურდი უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს.

0

ავტორი: