აშშ-მა, შესაძლოა, სირიაზე იერიში მიიტანოს აშშ-მა, შესაძლოა, სირიაზე იერიში მიიტანოს />


  12:07:26     29-06-2017

აშშ-მა, შესაძლოა, სირიაზე იერიში მიიტანოს

a68292.jpg

ტელეკომპანია CNN-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც აშშ-ს სამხედრო ხომალდების სირიაზე შესაძლო თავდასხმას გულისხმობს.

როგორც წყარო აცხადებს, ჯერჯერობით  სირიაზე შეტევა არ იგეგმება, თუმცა აშშ-ს სამხედროები მუდმივად უთვალთვალებენ სირიაში მდებარე შაირათის ავიაბაზას, რადგან ვაშინგტონის ვარაუდით სირიიდან ქიმიური თავდასხმის საშიშროება არსებობს.

მოგეხსენებათ, 27 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სირია კიდევ ერთი ქიმიური თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. თეთრმა სახლმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გააფრთხილა, რომ თუკი ასეთ შეტევას განახორციელებს, მას და მის სამხედროებს ეს ძვირად დაუჯდებათ.

0

ავტორი: