11:14:07     29-06-2017
ავსტრალიელ სასულიერო პირს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
![a68288.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68288.jpg)
BBC-ის ცნობით, ავსტრალიელ კარდინალს ჯორჯ პელს არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ. სასულიერო პირი ბრალდებებს უარყოფს.
გამოძიების ცნობით, ჯორჯ პელის საქმე, ასევე სასულიერო პირის, ჯერალდ რისდეილის დანაშაულებრივ საქმიანობას უკავშრდება. რომელიც 130 ბავშვის გაუპატიურების გამო იხდიდა სასჯელს. გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ 70-იან წლებში, კარდინალი ჯორჯ პილი რიდსეილთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ კათოლიკური ეკლესია ბოლო წლებში მთელ რიგ ბრალდებებს განიცდიდა მღვდლების მიერ სექსუალური ძალადობის კუთხით.
სასულიერო პირების მხრიდან, არასრულწლოვნებთან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, ავსტრალიაში სპეციალური კომისია იძებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ჯორჯ პელსს შესაძლოა მისი მეგობრის, ჯერალდ რისდეილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ სცოდნოდა.
კარდინალი ჯორჯ პელი სასამართლოს წინაშ 18 ივლისს წარსდგება.
0