12:45:59     28-06-2017
ნიუ-იორკის მეტროში მატარებელი რელსებიდან გადავარდა
ნიუ-იორკის მეტროში, მანჰეტენზე 135-ე და 125-ე ქუჩებს შორის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გვირაბის კედელს შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავდა 34 ადამიანი, 17-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც მგზავრები აღნიშნავენ გვირაბში კვამლი შეინიშნებოდა, რაც მათი ვარაუდით სწრაფმა დამუხრუჭებამ გამოიწვია.
მგავრების ევაკუაციას გვურაბიდან დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
0