კიბერშეტევებმა მსოფლიო მოიცვა კიბერშეტევებმა მსოფლიო მოიცვა />


  11:33:12     28-06-2017

კიბერშეტევებმა მსოფლიო მოიცვა

a68248.jpg

BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კიბერშეტევები არ წყდება. ამ ფაქტმა დიდი მღელვარება და ქაოსი ფამოიწვია, როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულებებში.

გუშინ კიბერშეტევის სამიზნე უკრაინა და რუსეთი იყო, დღეს კი ჰაკერული თავდასხმა დანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კომპანიებზე განხორციელდა.

უკრაინაში ვირუსი „Petya.A“  300 აშშ დოლარს ითხოვს დაბლოკილი ფაილების აღდგენაში. არსებული ინფორმაციით, ასეთივე შეტყობინებები მიიღეს დანიური კომპანია „მაერსკის“ ოფისებშიც. 

კიბერუსაფრთხოების რუსული კომპანიი IB-ის განაცხადებით, ჰაკერებმა  ისეთი კომპიუტერული კოდი გამოიყენეს, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ იყო მომზადებული.

„თუ შენ ახლა ამ ტექსტს ხედავ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი კომპიუტერის ფაილები ხელმისაწვდომი აღარ არის, ვინაიდან ისინი დაბლოკილია. დრო არ დაკარგო დაზიანებული ფაილების აღდგენაში. არავის შეუძლია ამ ფაილების აღდგენა, თუ არ მიჰყვება ჩვენს ინსტრუქციას“, - აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც უკრაინულმა 24-ე არხმა მიიღო. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა შეძლეს  ვირუსის სახელწოდების დადგენა დაადგინეს, ეს არის Petya, რომელიც კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის შემდეგ აზიანებს ფაილებს და კომპიუტერული მოწყობილობის მუშაობას აფერხებს. 

მთავარი ფაილების დაზიანება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე თითოეული ფაილის ცალკ-ცალკე და სწორედ ამიტომ მიმართავენ ჰაკერები კიბერშეტევის ამ მეთოდს,-წერს BBC-ის ჟურნალისტი.

რამდენხანს გაგრძელდება უკონტროლო  კიბერშეტევები, ამაზე ვერავინ პასუხობს. 0

ავტორი: