18:18:25     27-06-2017
უკრაინაში მსხვილ კომპანიებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა
![a68225.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68225.jpg)
უკრაინაში მსხვილ კომპანიებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ბანკებზე, მინისტრთა კაბინეტზე და აეროპორტზე. ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა,შედეგად Windows-ის პლატფორმაზე მომუშავე კომპიუტერების მუშაობა შეწყდა.
რამდენიმე დეპუტატი სოციალური ქსელების საშუალებით წერს, რომ მათი კომპიუტერები მოულოდნელად გაითიშა, შემდეგ კი ეკრანზე უცნაური წარწერები გაჩნდა.
დაბლოკილია რამდენიმე მედიასაშუალების ვებგვერდებიც, მათ შორის 24 -ე არხის, "კორესპონდენტის", რადიო "ლუკსის" და რადიო "მაქსიმუმის" ვებგვერდები.
0