ვინ მფარველობს გიორგი ფიცხელიანის მკვლელობაში მონაწილე პირებს? ვინ მფარველობს გიორგი ფიცხელიანის მკვლელობაში მონაწილე პირებს? />


  14:57:41     27-06-2017

ვინ მფარველობს გიორგი ფიცხელიანის მკვლელობაში მონაწილე პირებს?

a68214.jpg

ამ დრომდე არავინაა დაკავებული თბილისის ცენტრში მომხდარი თავხედური მკვლელობის საქმეზე.

27 წლის გიორგი ფიცხელიანი 24 ივნილსს, ვაჟა ფშაველას პირველ კვარტალში, სტადიონზე მოკლეს - უამრავი მოწმის თვალწინ.

მას ათამდე ტყვია ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს ყელისა და მუცლის არეში.

თვითმხილველები ყვებიან რომ მკვლელობამდე, 27 წლის ახალგაზრდას რამდენიმე პირი მისდევდა, რომელიც სტადიონზე შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც დამნაშავეებმა მას ცეცხლი გაუხსნეს...

გიორგი ფიცხელიანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს...

რას ამბობს პოლიცია?

შსს-ში ფიცხელიანის მკვლელობას გახსნილად აცხადებენ. პოლიცია ირწმუნება რომ იციან მკვლელის ვინაობა.

თუმცა, რატომღაც ისე მოხდა რომ მოწმეების თვალწინ, 27 წლის ახალგაზრდის ჩაცხრილვის შემდეგ გაუჩინარებული ეჭვმიტანილების კვალს ამ დრომდე ვერავინ მიაგნო...

[I=2] სულ მცირე პოლიციის არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს ის ფაქტიც რომ როგორც მოკლულის ახლობლები აცხადებენ, აქამდე ვერ მოხერხდა შემთხვევის ადგილის ირგვლივ განთავსებული ვიდეო-კადრების ამოღება-გაშიფვრა.

მეტიც, გამოითქვა ვარაუდი რომ შს სამინისტრო მკვლელობის ერთერთ მონაწილეს შესაძლოა, ხელს აფარებს.

რა არის მკვლელობის მოტივი?

გიორგი ფიცხელიანი, 19 წლის ასაკში ერთერთ სისხლიან ინციდენტში ფიგურირებდა. კერძოდ: ინტერნეტში ახლაც იძებნება პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ 2009 წელს ის ორი პირის - აკაკი დევიძისა და თეიმურაზ მეფარიშვილის დაჭრის ფაქტზე დააკავეს. შემთხვევა ქუთაისში მოხდა.

თუმცა, გახდა თუ არა, წარსულში მომხდარი დაჭრა 27 წლის ახალგაზრდის თავხედური მკვლელობის მოტივი, ამის შესახებ შსს არ საუბრობს.

პოლიცია ყბადაღებულ არგუმენტს იშველიებს  - „მიმდინარეობს გამოძიება“.

არადა, მოკლულის ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და საზოგადოება ამაოდ ელოდება პასუხს კითხვაზე: ვინ და რატომ მოკლა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა - გიორგი ფიცხელიანი.

იხილეთ წინა სტატია

0

ავტორი: