14:52:41     27-06-2017
ევროკომისია Google-ს უჩივის
![a68213.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68213.jpg)
ევროკომისიამ კორპორაცია Google 2,42 მილიარდი ევროთი საძიებო სისტემების ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო დააჯარიმა.
"რა Google გააკეთა არის უკანონო“- განაცხადა ევროკავშირის კონკურენციის კომისარმა.
ევროკომისიის ინფორმაციით, Google-მა საძიებო სისტემაში საქონლისა და მომსახურებების შედეგების ჩვენება ისე მოაწყო, რომ კორპორაციის კომერციული პარტნიორები სიის პირველ გვერდზე ხვდებოდნენ.
კორპორაციას 90 დღე აქვს, რათა აღმოფხვრას არაკანონიერი ქმედებები.
გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 2013 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ლობისტურმა ჯგუფმა FairSearch-მა სარჩელი შეიტანა. მას მხარს უჭერდნენ ის კომპანიები, რომლებიც შიშობდნენ, რომ Google-ის უპირატესი მდგომარეობა ბაზარზე ზიანს მიაყენებდა სამართლიან კონკურენციას. Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ამ ფაქტს და აღნიშნავენ, რომ არ იღებენ მათ წინააღმდეგ გამოთქმულ პრეტენზიებს.„არ ვეთანხმებით დღეს გამოცხადებულ დასკვნებს, ჩვენ განვიხილავთ კომისიის გადაწყვეტილებას დეტალურად“-განაცხდეს Google-ის წარმომადგენლებმა.
0