13:48:13     27-06-2017
CNN-ის სამი თანამშრომელი ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის გამო დაითხოვეს
ტელეკომპანია CNN-ის სამი თანამშრომელი, რუსეთთან დონალდ ტრამპის მრჩევლის საიდუმლო კავშირის შესახებ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მათ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც გულისხმობს, დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცის გამოქვვეყნებას.
სტატიაში საუბარია რუსეთის საინვესტიციო ფონდთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის, ენტონი სკარამუჩის საიდუმლო კავშირზე, რისი გამოძიებითაც, ავტორის ინფორმაციით, შეერთებული შტატების კონგრესი რამდენიმე თვეა დაინტერესებულია.
CNN-ის გვერდიდან აღნიშნული სტატია რამდენიმე საათში წაიშალა, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ, სტატია სარედაქციო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და წყაროების ნაკლებობის გამო, ჟურნალისტურ სტანდარტს არღვევს. სწორედ ამის გამო გახდა აუცილებელი მათი სამსახურიდან დათხოვა.
თანამდებობა დატოვეს მასალის ავტორმა თომას ფრენკმა, რედაქტორმა ერიკ ლიხტბლაუმ და რედაქციის ხელმძღვანელმა ლექს ჰარისმა.
0