როგორ აფასებს მსოფლიო ტრამპის პოლიტიკას? როგორ აფასებს მსოფლიო ტრამპის პოლიტიკას? />


  11:35:54     27-06-2017

როგორ აფასებს მსოფლიო ტრამპის პოლიტიკას?

a68199.jpg

Pew Research Centre-მა დონალდ ტრამპის  შესახებ კვლევა მოამზადა, სადაც ნათქვამია, - „დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ ხედავს მსოფლიო ამერიკას“.

კვლევა სულ 37 ქვეყანაში ჩატრადა, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

დასკვნა კი ასეთია: „აშშ-ის პრეზიდენტი და მისი პოლიტიკა მთელს მსოფლიოში არაპოპულარულია“. 37 ქვეყნიდან მხოლოდ 2 ქვეყანა, ისრაელი და რუსეთი მიიჩნევს, რომ ტრამპის პოლიტიკა მის წინამორბედ ბარაკ ობამაზე ბევრად უკეთესია. რამდენიმე ქვეყანა აღნიშნავს, რომ მათი  აშშ-სთან ურთიერთობა არ შეცვლილა. როგორც აღმოჩნდა ხალხს ნაკლებად სჯერა ტრამპის.

კვლევის მიხედვით, ტრადიციულ ამერიკელ მოკავშირეებს შორის ნდობა ყველაზე მეტად შემცირდა.

უმეტეს ქვეყნებში ტრამპი არახელსაყრელი სინათლეა.37 ქვეყანიდან 26, მიიჩნევს, რომ  ტრამპი საშიში პოლიტიკოსია.

კვლევამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დამოკიდებულებაზე, გამოქვეყნებულმა დასკვნამ დაადგინა, რომ  ტრამპის  რეიტინგი მის მშობლიურ ქვეყანაში საკმაოდ  დაბალია. 0

ავტორი: