ლონდონში დემონსტრანტებმა პოლიციის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს ლონდონში დემონსტრანტებმა პოლიციის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს />


  17:27:47     26-06-2017

ლონდონში დემონსტრანტებმა პოლიციის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს

a68188.jpg

ლონდონში პოლიციის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგოდ აქცია გაიმართა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის  შეტაკება მოხდა, შედეგად 6 პოლიციელი დაშავდა რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

აქციის მონაწილეების მთავარი მიზეზი 25 წლის ფერადკანიანი ედირ დე კოსტას სიკვდილი გახდა, რომელიც  15 ივნისს, ქუჩაში დააკავეს, ექვსდღიანი დაკავების  შემდეგ, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით დაკავების დროს, პოლიციელებმა ის უმოწყალოდ სცემეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აქციაზე არ იმყოფებოდნენ, ისინი დემონსტრანტების მსგავს ქმედებებს მხარს არ უჭერდნენ

0

ავტორი: