12:43:27     26-06-2017
გურამიშვილზე, მსოფლიო ჩემპიონატზე 4 პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, შატილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია. უწყების ცნობით, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია და ამ დროისთვის მათ დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც გაირკვა, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი ოთხივე ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა, მას ყელის არესა და ზურგში მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
0