სასწრაფოდ: გურამიშვილზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს სასწრაფოდ: გურამიშვილზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს />


  18:02:03     25-06-2017

სასწრაფოდ: გურამიშვილზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს

a68150.jpg

გურამიშვილის გამზირზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა „აღმოსავლეთ  ევროპის უნივერსიტეტთან“, შატილის 4 ნომერში მოხდა. დაჭრილები მე-5 და მე-8 საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

როგორც ცნობილია დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე ტურნირიდან გამოვიდნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ.

ახალგაზრდა მამაკაცებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 2 მათგანი სპორტსმენია, 2-ის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია. 

იმ ადგილთან ახლოს, სადაც ინციდენტი მოხდა, სპორტული ტურნირი ტარდებოდა. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რომელიც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. 0

ავტორი: