მკვლელობა ათამდე გასროლით - ბავშვებით სავსე სტადიონზე (ახალი დეტალები) მკვლელობა ათამდე გასროლით - ბავშვებით სავსე სტადიონზე (ახალი დეტალები) />


  09:41:20     25-06-2017

მკვლელობა ათამდე გასროლით - ბავშვებით სავსე სტადიონზე (ახალი დეტალები)

a68148.jpg

27 წლის გიორგი ფიცხელიანი ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას, ათამდე ტყვია ბავშვებით სავსე სტადიონზე ესროლეს, მათ შორის საკონტროლოც.

თვითმხილველთა განცხადებით, გიორგი ფიცხელიანს უცნობები მისდევდნენ, რა დროსაც ის სტადიონზე შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ...

ეჭვმიტანილმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ათამდე ტყვია მხრის, ყელისა და მუცლის არეში ესროლა.

ექიმებმა, 27 წლის ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციას კი, ამ დრომდე არავინ დაუკავებია... 

უცნობია დამნაშავის ვინაობა და მკვლელობის ოფიციალური მოტივი.

თუმცა, ერთერთი ვერსიით, გიორგი ფიცხელიანის მკვლელობა, შესაძლოა, 2009 წლის აგვისტოში მომხდარ დაჭრას უკავშირდებოდეს. 

კერძოდ: 2009 წლის 24 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია აკაკი დევიძისა და თეიმურაზ მეფარიშვილის დაჭრის შესახებ, სადაც გიორგი ფიცხელიანის სახელი ფიგურირებდა:

"კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 19 წლის გიორგი ფირცხელიანი დააკვეს. 

[I=2] შემთხვევა ქუთაისში მოხდა. ფირცხელიანმა ცეხცლსასროლი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა აკაკი დევიძეს, რომელიც თავის არეში დაიჭრა და თეიმურაზ მეფარიშვილს, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაკავებულია ფირცხელიანის ბიძა ტარიელ ნაკანიც, რომელსაც იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. 

დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ეჭვმიტანილებმა დღეს აღიარებითი ჩვენება მისცეს" - საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2009 წლის 24 აგვისტო.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა ფშაველაზე მომხდარ მკვლელობასა და 2009 წლის აგვისტოს ინციდენტს შორის შესაძლო კავშირი, მხოლოდ ვერსია და ვარაუდია. საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას, რომელიც ამ მომენტისათვის დუმს. 

შესაბამისად, ჯერჯერობით, პოლიციას არ აქვს კონკრეტული პასუხი კითხვაზე: ვინ ჩაცხრილა 27 წლის გიორგი ფიცხელიანი თბილისის ცენტრში. 0

ავტორი: