14:40:21     23-06-2017
არაბულმა ქვეყნებმა ყატარს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ მოთხოვნები წაუყენეს
არაბულმა ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ ყატარს მოთხოვნების სია გადასცეს.
ოთხი ქვეყანა: ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე ყატარისგან ირანის კონტაქტის გადაწყვეტას ითხოვს. მათ მოთხოვნებში შედის ასევე, თურქული სამხედრო ბაზის დახურვა და ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელსაც პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. მოთხოვნათა 13 პუნქტიან სიაში წერია, რომ ყატარმა ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ტერორიზმის მხარდაჭერა.
ამ ყველაფრის შესასრულებლად ყატარს 10 დღიანი ვადას აქვს.
აღსანიშნავია, რომ ივნისის დასაწყისში საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერასა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიტაციაში დაადანაშაულეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს.
ყატარი უარყოფს ტერორიზმის დაფინანსებას და არასტაბილურობის დამკვიდრებას მათი მხრიდან.
0