ტაბიძის ქუჩაზე მოქალაქეს 60 000 აშშ დოლარი წაართვეს - დაკავებულია 2 პირი ტაბიძის ქუჩაზე მოქალაქეს 60 000 აშშ დოლარი წაართვეს - დაკავებულია 2 პირი />


  14:30:23     23-06-2017

ტაბიძის ქუჩაზე მოქალაქეს 60 000 აშშ დოლარი წაართვეს - დაკავებულია 2 პირი

a68120.jpg

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 2 პირი: 1999 წელს დაბადებული თ.ჩ და 2002 წელს დაბადებული ზ.ვ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან 60 000 აშშ დოლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან, გატაცებული თანხა სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთ)", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში. 

0

ავტორი: