12:44:24     23-06-2017
კასპში 80 წლის ქალი დააყაჩაღეს
კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში 80 წლის ქალი დააყაჩაღეს. მას სახლში შეეჭრნენ და დანის მუქარით თანხა წაართვეს.
დაზარალებული კასპის პოლიციაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
0