დაკავებული შოთა პაკელიანის გაშიშვლება და ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში დაკავებული შოთა პაკელიანის გაშიშვლება და ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში />


  19:46:23     22-06-2017

დაკავებული შოთა პაკელიანის გაშიშვლება და ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში

a68093.jpg

„ლიბერალი“ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს. კადრებში, წყაროს ინფორმაციით, ასახულია ის, თუ რა გარემოებაში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ კი მისი გაშიშვლება. 

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. 

როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

0

ავტორი: