18:21:22     22-06-2017
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა და რამდენიმე სახლის ეზო დაიტბორა.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, წვიმის ნაკადი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარეს, რამაც გზისა და ეზოების დატბორვა გამოიწვია.მათივე ინფორმაციით, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მამუკა წოწერიას თქმით, შიდა სასოფლო გზების სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით დაპროექტების სამუშაოები უკვე დაწყებულია და ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში ამ არხების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალზე არსებულ არხებს, წოწერიას თქმით, ეს საქართველოს გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა.
0