16:41:25     22-06-2017
ნატო-ს გამანადგურებელმა რუსეთის თავაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა
ნატო-ს გამანადგურებელმა F-16-მა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი კალინინგრადიდან ბრუნდებოდა.
ნატო-ს ერთ-ერთი გამანადგურებელი შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას, თუმცა მათ შორის რუსული გამანადგურებელი გაჩნდა, რის შემდეგაც F-16-მა უკან დაიხია.
ამასთან დაკავშირებით, პოლონეთის საჰაერო ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განმარტება გააკეთა, „21 ივნისს კომბინირებული ოპერაციების ცენტრმა განგაში გამოაცხადა მორიგე პოლონური F-16-სთვის, რომლებიც მისიას ახორციელებენ ბალტიის ზღვის თავზე საჰაერო პატრულირების ფარგლებში. მათ გამოავლინეს სამი სამიზნე, რომელიც რუსეთის ფედერაციას ეკუთვნოდა. აღნიშნული ქმედება ნატო-ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად განხორციელდა“-ნათქვამია განმარტებაში. შესბამისად ირკვევა, რომ აღნიშნული დადგენილი წესების მიხედვით განხორციელდა.
0