12:42:58     22-06-2017
მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კერძო პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 2215 კვ.მ ფართის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებასა და შემდგომ, სხვა პირებზე რეალიზაციას ცდილობდა. ამ მიზნით, მან ყალბი დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის მე-19 მუხ. 180 - ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
0