12:31:01     22-06-2017
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - 1 ადამიანი მძიმედაა დაშავებული

ქუთაისთან, წყალწითელას ხიდთან სატვირთო მანქანა გადატრიალდა, რის შედეგადაც მძღოლი მძიმედ დაშავდა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ადგილზე პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, მამაკაცი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
0