10:47:50     02-05-2011
“ტერმინატორის” დაბრუნება
“ტერმინატორის” მეხუთე ნაწილის გადაღებების დაწყებამდე, არნოლდ შვარცნეგერი მთავარ როლს დრამაში ითამაშებს, რომლის გადაღებასაც თრილერ “ლინკოლნი ადვოკატისთვის” რეჟისორი, ბრედ ფერმანი გეგმავს. ამის შესახებ რესურსი “დედლაინი” იტყობინება.
ეს გუბერნატორობიდან შვარცნეგერის წამოსვლის შემდეგ, პირველი როლი იქნება. ის არა მხოლოდ 10 მილიონიან გარანტირირებულ ჰონონრარს მიიღებს, არამედ ყოველი გაყიდული ბილეთის 25 პროცენტსაც. ასეთი პრივილეგიით მხოლოდ ჰოლივუდის პირველი კლასის მსახიობები სარგებლობენ.
კინოსურათი ყოფილი მხედრის შესახებაა, რომელიც ცოლის და შვილის დაკარგვის შემდეგ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლს მიეძალა. კრიტიკოსები ფილმს უკვე დიდ პოპულარობას უწინაწარმეტყველებენ. 0