10:47:11     02-05-2011
ელენ მირენის ხანგრძლივი შვებულება
მსახიობმა ელენ მირენმა განაცხადა, რომ ხანგრძლივი შვებულების აღებას და ჰოლივუდისგან დასვენებას გეგმავს. ამის შესახებ საიტი Contactmusic იუწყება.
“ფილმებში გადაღებები ახალგაზრდებისთვისაა. კინოსურათზე მუშაობა რთული პროცესია და აუცილებელია მუდმივად ფორმაში ყოფნა. გადასაღებ მოედანზე დღე-ღამეში 15 საათის გიწევს ყოფნა, ე სკი ჩემს ასაკში ძალიან დამღლელია” – აღნიშნა მსახიობმა, რომელსაც 2011 წლის ივლისში, 66 წელი შეუსრულდა.
მირენმა საზოგადოებას აგრეთვე აცნობა, რომ იტლიაში საცხოვრებლად გადასვლა სურს. სახლი მას და მის მეუღლეს, რეჟისორს და პროდიუსერს ტაილორ ჰეკფორდს ეკუთვნით.
უკანასკნელი ფილმი, სადაც ელკნ მირენმა მონაწილეობა მიიღო, “არტურია”. მასში როლებს რასელ ბრენდი და ჯენიფერ გარნერიც ასრულებენ. ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების კინოეკრენებზე 2011 წლის აპრილში გამოვიდა. 0