ალტერნატიული ენერგიიის წყაროები სამხედრო ბაზებში ალტერნატიული ენერგიიის წყაროები სამხედრო ბაზებში />


  10:41:03     02-05-2011

ალტერნატიული ენერგიიის წყაროები სამხედრო ბაზებში

a5495.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების არმია ენერგიის ალტერნატიული წყაროებზე გადასვლის და სამხედრო ბაზების ავტონომიურიბის გაზრდის მასშტაბურ პროგრამას იწყებს. მისი სახელწოდება იქნება Net Zero. სამხედროებმა გამოაქვეყნეს ობიექტების სია რომლებიც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებს.  

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანაშემწის კეტრინ ჰემეკის განცხადებით, ელექტროენერგიის ამ სახით წარმოება, შეიარაღებული ძალების დისლოკაციის პუნქტებში, მნიშვნელოვნად შეამცირებს არმიის ლოგისტიკურ ტვირთს და საომარი მოქმედებების ხარჯებს. ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა ამერიკელ სამხედროებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და გამოყენებით სურთ.   

 

2020 წლისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების 18 მსხვილი სამხედრო ობიექტი Net Zero – ს პროგრამაში ჩაერთვება. მათ შორის იქნება ისეთი ცნობილი ბაზები, როგორიცაა ვესტ-პოინტის აკადემია, აბერდინის პოლიგონი, აშშ-ის სამხედრო ბაზა გერმანიაში Garrison Grafenwoehr, ბირთვული და ქიმიური პოლიგონი Sierra Army Depot და სხვები.

0

ავტორი: