აშშ ბულგარეთს შეიარაღებაში ეხმარება აშშ ბულგარეთს შეიარაღებაში ეხმარება />


  10:39:50     02-05-2011

აშშ ბულგარეთს შეიარაღებაში ეხმარება

a5494.jpg

ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაიარაღების შესახებ განაცხადა. “Bloomberg“ – ის ინფორმაციით, პროგრამა უახლოეს 10 წელიწადზეა გათვლილი. პროგრამის ფარგლებში, ახალი შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შემოტანა იგეგმება, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება. ამ მიზნისთვის, 1,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. საყიდლების სიაშია: მოიერიშეები, სანავიგაციო და კავშირის სისტემები და სხვა.  

მთლიანად, შეიარაღების პროგრამა 13 პრიორიტეტული პროექტისაგან შედგება, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი რვა ახალი მრავალფუნქციური მოიერიშის ყიდვაა. ახალ თვითმფრინავებზე გამოყოფილი თანხის ნახევარი დაიხარჯება. შესაძენი მოიერიშეების მთავარ კანდიდატებად ითვლება ამერიკული მოიერიშე F-16C/D Fighting Falcon, შვედური JAS 39C/D Gripen NG და ევროპული Typhoon. ბულგარეთის სამხედრო უწყება თვითმფრინავს 2012 წელს შეარჩევს.

 

ბულგარეთი სამხედრო დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც ელის. როგორც ვარაუდობენ, ეს დახმარება დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. თანხის ნაწილი “დრაზკის” კლასის ფრეგატების მოდერნიზაციაზე დაიხარჯება, ნაწილი კი ახალ, შორი მოქმედების “ჰაერი-ჰაერის” ტიპის რაკეტების კომპლექზე. ბულგარეთი, როგორც ცნობილია, 2004 წლიდან ნატოს წევრია და ვალდებულია, რომ შეიარაღების განახლება ხშირად აწარმოოს.  
0

ავტორი: