სტამბოლში აფეთქება მოხდა სტამბოლში აფეთქება მოხდა />


  15:16:32     20-06-2017

სტამბოლში აფეთქება მოხდა

a67972.jpg

სტამბოლში, მალტეპეს რაიონში აფეთქება მოხდა. ჯეჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ შენობასთან ახლოს მდგარი მანქანა დაზიანდა.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

რამდენიმე დღის წინ, სტამბოლში აშშ-ის საკონსულო ქალაქში ტერაქტების საშიშროების შესახებ იუწყებოდა. მათი ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის საქმიან ნაწილს უნდა მიექცეს. აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც სტამბოლის ამ რაიონებში ცხოვრობენ, სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.  

ეს გაფრთხილება იმ ტურისტებსაც ეხებათ, ვინც ქალაქის ღირშესანიშნაობებსა და ტურისტულ ნაწილს სტუმრობენ. სტამბოლის ცენტრალურ ნაწილში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. 0

ავტორი: